|
2018-07-11 20:13:29, 922 ნახვა
სამართალი
NGO - საპროკურორო საბჭო პოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას ვერ უზრუნველყოფს
„საპროკურორო საბჭო ვერ უზრუნველყოფს მთავარი პროკურორის კანდიდატად პოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, რაც დღეს განვითარებული მოვლენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს და კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე პროცესის შეჩერებას ითხოვენ. „ვეხმიანებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით, დღეს გამართულ საპროკურორო საბჭოს სხდომას და კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აუცილებელია პროცესი შეჩერდეს კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებამდე. მთავარი პროკურორის არჩევის მოქმედი წესი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, საპროკურორო საბჭოს კანდიდატებს წარუდგენს იუსტიციის მინისტრი. მინისტრი ასევე გვევლინება საბჭოს თავმჯდომარედ. საბჭოს წევრები არიან პარლამენტარები და საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არჩეული 2 არაპროკურორი წევრი. ამ რეჟიმში, საბჭო ვერ უზრუნველყოფს, მთავარი პროკურორის კანდიდატად პიოლიტიკურად ნეიტრალური პირის შერჩევას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს განვითარებული მოვლენებით. მთავარი პროკურორის შერჩევის მიმდინარე პროცესმა საწყისი ეტაპიდანვე არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, კონსულტაციების ეტაპთან დაკავშირებით. კონსულტაციებისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ, მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებმა (მინისტრის მოადგილემ) დაასახელა. დასახელებულ სამ კანდიდატს შორის აღმოჩნდა მოქმედ იუსტიციის მინისტრთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირი, რამაც ამ პროცესში ინტერესთა კონფლიქტის რისკები დამატებით გამოკვეთა. საპროკურორო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილება სწორედ ამ კანდიდატის სასარგებლოდ მიიღო. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მხრიდან გაკეთებული განმარტება, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას კანდიდატურების კენჭისყრაში, კიდევ ერთხელ მიუთითებს კანდიდატურების დასახელების ეტაპზე ინტერესთა კონფლიქტის არსებობის პრობლემაზე. ამ ფონზე, საპროკურორო საბჭომ მხარი არ დაუჭირა პროცესში გამჭვირვალობის ელემენტის შეტანის სურვილს და კანდიდატებთან გასაუბრება დახურულ ფორმატში წარმართა. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ჯერ-ჯერობით უცნობი რჩება რის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება საპროკურორო საბჭომ. მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ამ დრომდე განვითარებული მოვლენები ნათლად აჩვენებს მთავარი პროკურორის შერჩევის წესის ხარვეზიანობას და პროცესის ლეგიტიმაციის ხარისხის პრობლემას, რაც შესაბამისად აისახება ამ გზით არჩეული მომავალი მთავარი პროკურორის და პროკურატურის სისტემის მიმართ ნდობაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცესი და უზრუნველყოს გენერალური პროკურორის არჩევა ახალი კონსტიტუციური მოდელის შესაბამისად, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესში პოლიტიკურ მონაწილეობას და ზრდის ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირის არჩევის შესაძლებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); ღია საზოგადოების ფონდი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)