2018-07-07 11:54:56, 864 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი: რიჟვაძის გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აჭარას აქტიური ხელმძღვანელი ეყოლება
ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ქართული ოცნების" მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვვაძის დასახელებას დადებითად აფასებს.
როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რიჟვაძეს აქვს საკმარისი გამოცდილება, რათა აჭარას აქტიური ხელმძღვანელი ჰყავდეს.
„ჩვენ გუშინ ახალი კანდიდატი წარვადგინეთ. მე მასთან აქტიური შეხების შესაძლებლობა არ მქონია, თუმცა ბატონ თორნიკეს როგორც კარგ მენეჯერს, ისე ახასიათებენ. თორნიკე რიჟვაძეს კარგი განათლება აქვს, მას ბიზნესადმინისტრირება აქვს დამთავრებული და მისი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდა ხელმძღვანელი ეყოლება აჭარას. ბუნებრივია, ჩემი პროფილიდან გამომდინარე, აჭარასთან მაქვს შეხება და ისედაც, აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონია”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: ,