|
2018-07-06 13:08:16, 888 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო: რუის-ურბნისის ეპარქია მღვდელმსახურ გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს
რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებების გამო, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) სინანულს გამოთქვამს და მომხდარის გამო, სასულიერო პირთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს მიიღებს, - ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ამა წლის 3 ივლისს, ტელევიზია TV პირველი-ის გადაცემა “რეაქციაში” მონაწილეობა მიიღო მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას. განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამთქვა სინანული მომხდარის გამო. ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ამავე თემაზე საპატრიარქომ განცხადება 3 ივნისსაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველოს საპატრიარქო 6 ივლისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ "ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას" ემიჯნება. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით იმართება, სიმართლეს არ შეესაბამება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)