|
2018-06-29 15:34:22, 483 ნახვა
საზოგადოება
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები გრძელდება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის პროცესს გაეცნო. პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. მერიის ცნობით, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი, აღნიშნულ ქუჩებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს. მშენებლობის პარალელურად, მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, 140 ძირი ნერგი დაირგო, მათ შორის, ჰიმალაის კედარი, ტირიფი, აკაცია და დეკორატიული ტყემალი. ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობაზე მუნიციპალიტეტი იზრუნებს. თბილისის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობა განიტვირთება და ტრანსპორტის გადაადგილების დრო შემცირდება. „ამ კონკრეტულ ლოკაციაზე საცობების პრობლემა იყო. აღნიშნული პროექტი კი, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოძრაობა განიტვირთოს. ეს მოხდება პირველ ეტაპზე. რაც შეეხება მეორე ეტაპს, თამარაშვილის ქუჩის კვანძის კვლევა დაწყებული გვაქვს, რათა პროექტის განხორციელების შემდეგ, სამომავლოდ, პრობლემა არ შეიქმნას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამწუხაროდ, რამდენიმე ძირი ხის მოჭრა და რამდენიმეს გადარგვა მოგვიწია. საკონპენსაციოდ კი, დედაქალაქის მერიამ 140 ძირი ხე დარგო“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, გზაგამყოფთან ახლოს სკვერიც მოეწყობა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცით ისარგებლონ. „გვაქვს იდეა, რომ გზაგამყოფთან ლამაზი სკვერი მოვაწყოთ, რომელიც კეთილმოწყობილი და განათებული იქნება. აქ მცხოვრებ ადამიანებს და არამხოლოდ მათ, ექნებათ შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამწვანებული სივრცით ისიამოვნონ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ. პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. დედაქალაქის ბიუჯეტიდან კვანძის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია „ქონსთრაქშენ სერვისი“ აწარმოებს.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)