15:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-28 14:13:32, 774 ნახვა

სამართალი
ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მოწმე, საგამოძიებო კომისიის წევრებთან მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.

მათ შეკითხვები ერთ-ერთ პირთან ჰქონდათ, რომელიც მოზარდებს შორის ჩხუბის დროს შემთხვევის ადგილზე, ავტომობილში იმყოფება.

როგორც კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, მოწმე მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.

 „მოწმემ, რომელიც იჯდა მანქანაში და ხედავდა ყველაფერს, რაც მისი მანქანის წინ ხდებოდა, მან ჩვენ მოგვცა ჩვენება. სავარაუდოდ, მას კიდევ მოუწევს ჩვენების მიცემა უკვე კომისიის გაფართოებული შემადგენლობის წინაშე. ჩემი შთაბეჭდილება არის ის, რომ შეუძლებელია ადამიანს, რომლის წინაც ხდება ასეთი დანაშაული, ეს არ დაენახა. თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს. ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, რომ ის ვერაფერს ვერ იხსნებეს დავერაფერი დაინახა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომისიის წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, რთულია იმის დაჯერება, რომ აღნიშნულ მოწმეს არაფერი ახსოვს.

„საქმეში არსებობს არაერთი მოწმე, რომ ადამიანი, რომელიც ბოლოს გამოვკითხეთ, იყო შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით. ამ ფონზე ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ვერაფერს იხსენებს და არ იძლევა ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდე მოვლენების განვითარებას და შემდეგ არ გახსოვდეს არაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics