15:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 13:43:20, 986 ნახვა

სამართალი
„გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი განყოფილებაში დაიბარეს - მას კანაფის შენახვას ედავებიან

გირჩის წევრის, ბიბლიური თავისუფლების მთავარი ეპისკოპოსი ნიკა ობოლაძე 2 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" "გირჩის" პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ობოლაძეს მცირე რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების (კანაფის) შენახვას ედავება.

"2 მაისს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, გირჩის ყოფილი ოფისის წინ (ქავთარაძის ქუჩაზე), კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა უხეში ფიზიკური მოქმედებებით სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც საკუთარი სამსახურის ოფისში შედიოდა. ამ ინციდენტში გირჩის წარმომადგენლები ჩაერივნენ, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირი, მოდულის წინ) გადაიყვანეს, სადაც მათივე თქმით, მოქალაქე განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი ის, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს. განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში კანაფის ძირიანი ქოთანი ეკავა. გირჩის წარმომადგენლებმა ქოთანი დემონსტრაციულად მიიტანეს პოლიციის განყოფილებასთან, რითიც განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს დასჯიდნენ, ისინიც უნდა დაეკავებინათ. აღსანიშნავია, რომ ობოლაძის დაკავებამდე ქოთანი გირჩის თითქმის ყველა წევრს ეკავა ხელში რიგრიგობით. ობოლაძე მოწმის სტატუსით დაკითხეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა დღეს პოლიციის განყოფილებაში მისულ ნიკა ობოლაძეს განუცხადეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, რადგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულ ქოთანში მცირე რაოდენობით კანაფი იყო. საქმეზე გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლითაა დაწყებული", - ნათქვამია "გირჩის" ინფორმაციაში.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics