|
2018-06-27 11:40:35, 496 ნახვა
საზოგადოება
მერია დაინტერესებულ პირებს 3 ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადასცემს
დედაქალაქის მერია ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, ბიზნესსექტორსა და დაინტერესებულ პირებს მიწის ნაკვეთებს ერთ ლარად გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა. „რამდენიმე კვირის წინ მიწისქვეშა პარკინგებთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. სამი ლოკაცია იყო შერჩეული - ვარკეთილის მეტროს, გეგეშიძის სკვერისა და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ვფიქრობთ, რომ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა არის შესაძლებელი. პროცესი 22 ივნისს დასრულდა და სამწუხაროდ, ინტერესთა გამოხატვაში არცერთ კომპანიას წარმოუდგენია განაცხადი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ეს ის პროექტებია, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტისგან მიწის ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცემათ. „ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია. გვახსოვს, წინასაარჩევნოდ, 2016 წელს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით თუ როგორი აჟიოტაჟი იყო. მაშინ პროცესებს სათავეში კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ედგნენ და ნამდვილად სამარცხვინოა ის ყველაფერი, რაც მაშინ ხდებოდა. იყო მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, თუმცა ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ არავის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. „ფაქტი სახეზეა, ერთ ლარად გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ბიზნეს სექტორს და ასევე, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ამბობდნენ, მიწისქვეშა პარკინგის ადგილებს ჩვენ გავაკეთებთო. გადმოგცემთ ერთ ლარად და განახორციელეთ პროექტი, რომელიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. რაც შეეხება თავად პროექტის განხორციელებას, ბიზნესსექტორთან მეტი კომუნიკაცია აუცილებელია, რათა მათ პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. „მესმის, რომ ზოგადად, ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში ეს ბიზნესი არარენტაბელურია და სუბსიდირება მუნიციპალიტეტის მხრიდან ყოველთვის ხდება ან მსგავს პროექტებს თვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველა შემთხვევაში გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ პროცესში ბიზნესიც ჩავრთოთ, თუ ამის სურვილი იქნება. ეს შეიძლება არ იყოს მომგებიანი ბიზნესი, მაგრამ ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ დაინტერესებული პირებისთვის მიწის ნაკვეთების ერთ ლარად გადაცემის შესახებ პირობა, კვლავ ძალაში რჩება.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)