|
2018-06-26 17:40:54, 774 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რამდენიმე მისამართზე სადარბაზოების რემონტი დასრულდა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N36-ში მდებარე N2 და კანდელაკის ქუჩაზე, მე-16 კორპუსის სადარბაზოების რემონტი დასრულდა. საბურთალოს გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. ორივე პროექტის ღირებულებამ 24 415 ლარი შეადგინა. ამხანაგობამ კი, შეგროვებული თანხით ნუცუბიძის N2 კორპუსის ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყო, რადგან დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. სადარბაზოების რემონტი ამჟამად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 207 180 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „მწვანე სივრცეების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ეზოს მოვლა-პატრონობაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლევან მშვილდაძეს, რომლის ინიციატივითაც, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა და რომელიც მოსახლეობასთან ერთად, ეზოების მოვლა-პატრონობაში აქტიურადაა ჩართული. მოსახლეობას მოვუწოდებ, საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა. საბურთალოს რაიონში ყველაზე აქტიური ამხანაგობის ჩართულობითა და გამგეობის მხარდაჭერით, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე N3 და ნუცუბიძის ქუჩის N34 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც გამწვანდა. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ჯიშის 180 ხე-მცენარე დაირგო. ასევე, დაიგო რულონური ბალახი.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)