15:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 12:41:11, 785 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: მოსამართლეების უვადო გამწესების პროცესი არის გაუმართავი, სისტემა ჩაკეთილია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს იმ 7 მოსამართლეს უყრიან კენჭს, რომლებსაც უვადო გამწესება სურთ.

აღნიშნულ პროცესს საბჭოს არამოსამართლე წევრები აპროტესტებენ. მათი თქმით, უვადოდ დანიშვნის შესაძლებლობა არ აქვთ გარედან მოსულ კანდიდატებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეფასებით, სისტემა არის დახურული და კლანურად იმართება.

„უვადო დანიშვნები ადასტურებს იმ პრობლემებს, რომელზეც მანამდე ვსაუბრობდით, პროცესი არის გაუმართავი, გასაუბრება იყო სულ მცირე არაეთიკური, არ ამთავრებინებენ გამომსვლელებს სიტყვებს, ხშირად უსვამენ კითხვებს, რომლის ერთადერთი მიზანია, კონკურსანტმა თქვას ჩემი და ქალბატონი ნაზის საწინააღმდეგო აზრი. მთავარი სისტემური პრობლემა, რომელიც აქ გამოვლინდა არის, რომ სისტემა არის ჩაკეტილი“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს სხვადასხვა სასამართლოებში მისვლის პრობლემა აქვთ. დოლიძის განმარტებით, მოსამართლესთან გასაუბრება მთელ რიგ ბიუროკრატიულ ბარიერებს უკავშირდება.

"მთელი რიგი ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ სასამართლოში მისვლა, მოსამართლეებთან საუბარი, რისი უფლებაც საბჭოს წევრს აქვს და დარჩება კიდეც რაც არ უნდა ბევრი ბიუროკრატიული წინაღობები შექმნან. ჩვენ წინაღობები გვექმნებოდა მანამდეც, მაგრამ ეს არის ამ წინაღობების მორიგი საფეხური და მორიგი გაფორმება“, - განაცხადა დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics