|
2018-06-22 15:27:01, 688 ნახვა
საზოგადოება
TBILISI OPEN AIR-თან დაკავშირებით „ლისი ვანდერლენდის“ მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
თბილისის მერიის მხარდაჭერითა და „ალთერ ვიჟენ ჯგუფის“ ორგანიზებით, ლისის ტბიდან 2 კილომეტრში, „ლისი ვანდერლენდში“, რამდენიმე საათში ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2018 გაიხსნება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მსმენელის წინაშე წელს 70-ზე მეტი არტისტი წარდგება: Tom Odell, Rosin Murphy, SEVDALIZA, BeardyMan, KayaKata, Roman Flugel, Cleveland, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, MokuMoku, Avalon, Ritmo, Katana, რეზო კიკნაძის კვინტეტი, დინი ვირსალაძის ტრიო, ზურა რამიშვილის ტრიო, პაპუნა შარიქაძის ტრიო მიშო ურუშაძესთან ერთად და სხვები. სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას (MAIN STAGE, EYE STAGE, GARDEN STAGE, SINGER JAZZ STAGE), კიდევ უფრო მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ სახალისო და გასართობ აქტივობას შესთავაზებს. თბილისის მერია ფესტივალზე დასწრების მსურველთა გადაადგილებას მუნიციპალური ავტობუსებით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“, ყაზბეგის გამზირის, ბუდაპეშტისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით, „ლისი ვანდერლენდამდე“ და უკან, 10-15 წუთის ინტერვალით, 14:00-დან 01:00 საათამდე იმოძრავებენ. TBILISI OPEN AIR ამიერკავკასიის ყველაზე დიდი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც პირველად 2009 წელს ჩატარდა. ფესტივალი წლიდან წლამდე ვითარდება და უფრო საინტერესო ხდება, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მსმენელისთვის. TBILISI OPEN AIR ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად ესწრება 50 000-მდე ადამიანი, მათ შორის 5000-მდე ტურისტი. ფესტივალის გამო ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებს ელიან მეზობელი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თბილისის მერია, მეგობარი კომპანია - TBC ბანკი, TBILISI OPEN AIR-ის მედია პარტნიორები არიან რუსთავი 2, იბერია, არტ-არეა, მაი ვიდეო, BM.GE, რადიო ენერჯი, ავტო-რადიო, რადიო შოკოლადი, On.ge, ინდიგო, marketer.ge, NETGAZETI.GE, LIBERALI.GE, TABULA.GE, AT.GE, ADJARANET.GE.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)