21:37 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 13:27:57, 695 ნახვა

საზოგადოება
გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა

გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. შესაბამისი ინფორმაცია BAMF-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

BAMF-ის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში თავშესაფარი საქართველოს 700-მდე მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო მაისში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 176 პირი შეადგინა.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 5 თვის განმავლობაში (იანვარი-მაისი), თავშესაფარი საქართველოს 2 263-მა მოქალაქემ მოითხოვა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში გერმანიაში თავშესაფარი სულ 68 368 ადამიანმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი სირიის მოქალაქე იყო. გერმანიას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 17587 სირიელმა მიმართა; ერაყი - 6 900 მოქალაქე, ნიგერია - 4794 მოქალაქე. ათეულში შევიდა ავღანეთი - 4 210; ირანი - 3 598; თურქეთი - 3 191, სომალი - 2 470 და სხვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics