11:58 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 15:23:29, 780 ნახვა

კომენტარი
ბოკერია ბახტაძეს: თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, გიორგი კვირიკაშვილი რომელს გიბლოკავდათ?

„ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელბაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ?“, – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს.

„მე ერთი კითხვა მაქვს - ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა? ამაზე უნდა გასცეთ პასუხი საზოგადოებას“,- განცხადა გიგა ბოკერიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპულსაქართველოს“ სამთავრობო პროგრამაში წარმოდგენილი იდეების უმრავლესობა მავნებლობად მიაჩნია.

“ბატონო მამუკა, თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება“,- მიმართა ბოკერიამ.

ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სასამართლო სისტემაზეც დაუსვა შეკითხვა:

„თქვენ არფერი არ გითქვამთ რეალურად სასამართლო სისტემასა და მის რეფორმირებაზე, აქედან სწორად გავიგე მე რომ თქვენც წულუკიანის ჭკუაზე ხართ და ტვლიტ, რომ აქ ყველაფერი კარგადაა?!“,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics