12:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 21:41:33, 722 ნახვა

კომენტარი
გახარია: ეს საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და მხარდამჭერების მიმართ”, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განუცხადა.

მან დებატებს ზედმეტად ემოციური და ხშირად შემთხვევაში ანგაჟირებული უწოდა.

"მწვავე დებატებს ვერ დავარქმევ, უფრო ემოციური, ზედმეტად ემოციურიც, ხშირ შემთხვევაში ძალზედ ანგაჟირებული, თუმცა, ეს პოლიტიკაა, საჯარო პოლიტიკაა და თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თმენის ვალდებულება, ეს თმენის ვალდებულება გვაქვს ჩვენ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების მიმართ და რა თქმა უნდა, ჩვენი ოპონენტების მიმართ. სადაც შესაძლებელია ჩვენ ამ თმენის ვალდებულებას მაქსიმალურად ვიყენებთ. რაც შეეხება შეკითხვას, დანამდვილებით ვიცი თუ არა, რომ ვრჩებით მინისტრთა კაბინეტში? - მე ვთქვი, რომ შეიძლება მომიწიოს - მეთქი, მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ ჩვენ წარვსდექით პლენარულ სხდომაზე ჩვენი ანგარიშით, შემდეგ მოხდა ეს მთავრობის ახალი დამტკიცება, რომელ პროცესშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სამ კვირაში ისევ მოგვიწიოს. მე მხოლოდ და მხოლოდ ეს ვიგულისხმე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics