11:46 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 18:43:32, 776 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ენმ-ს: 2012 წელს ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან

„2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას.

ბოკუჩავამ 2012 წლის აგვისტოში ენმ-ის ანგარიშზე ბახტაძის სახელით გაკეთებულ გადარიცხვასთან დაკავშირებით საუბრისას, პრემიერობის კანდიდატს ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მაშინ რაიმე იდეოლოგიური თანხვედრა პარტიასთან.

„რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას იდეოლოგიურ თანხვედრაზე, მე 2011 წლიდან ვიყავი და ვარ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. 2012 წელს ვიყავი დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი საორგანიზაციო საკითხებით „ქართულ ოცნებაში“ და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მთელ ქართველ ერთან ერთად ვიზეიმე თქვენი გასტუმრება საქართველოს ხელისუფლებიდან“, - მიმართა ბახტაძემ ბოკუჩავას.

რაც შეეხება თანხის გადარიცხავს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მისი ანგარიში მხოლოდ ტექნიკურად იყო გამოყენებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics