|
2018-06-19 16:26:51, 790 ნახვა
სამართალი
პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა იგეგმება
საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ვიდეო სასამართლო სისტემა ინერგება, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესის წარმართვას ე.წ. ვიდეო კონფერენციის საშუალებით ითვალისწინებს, ისე რომ, მსჯავრდებულის/ბრალდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გასვლა საჭირო არ იქნება. აღნიშნული სიახლის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ამისთვის შესაბამისი აღჭურვილობით დარბაზი უკვე მოწყობილია. როგორც მინისტრმა კომიტეტების სხდომაზე განმარტა, გაზრდილია, როგორც სასამართლოში გამსვლელ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში გამსვლელ პატიმართა რაოდენობა, თუმცა არ გაზრდილა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა, რაც გარკვეულ პრობლემას ქმნის და სასჯელაღსრულების სისტემას ხშირად არჩევანის წინაშე აყენებს. „ჩვენ მივეცით საშუალება მსჯავრდებულებს, გაასაჩივრონ დირექტორის ან რომელიმე თანამდებობის პირის გადაწყვეტილებები, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადაწყვეტილება, ეს იქნება პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმა,თუ დასჯა, რომელიც კანონით არის დადგენილი, შესაძლებელია, გასაჩივრდეს. ამან განაპირობა სასამართლო პროცესების რაოდენობის ზრდა, მაგრამ ამავდროულად, ბადრაგირებისსამსახურის რაოდენობა არ გაზრდილა. შესაბამისად, დავდექით რთული ამოცანის წინაშე, რადგან ასევე გაიზარდა სამოქალაქო კლინიკებში ბრალდებულების და მსჯავრდებულებისგადაყვანა, რაც ასევე ბადრაგირებას მოითხოვს. უკვე ძალიან დიდია სასამართლოში გამსვლელ პატიმართა რაოდენობაც. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობით, ჩვენ უკვე ვნერგავთ ვიდეო სასამართლო სისტემას. რამდენიმე დაწესებულება უკვე აღვჭურვეთ, რომელშიც დარბაზია გაკეთებული ციხეში. მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეებზე იქნება შესაძლებელი ვიდეო კონფერენციით სასამართლო პროცესის ჩატარება“ , – განმარტა კახა კახიშვილმა. მისი თქმით, ამით მნიშვნელოვნად დაიზოგება რესურსი და სისტემა არ დადგება არჩევანის წინაშე – პატიმარი სასამართლოზე გაიყვანოს თუ კლინიკაში.
(NS)
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)