|
2018-06-15 16:46:23, 952 ნახვა
საზოგადოება
ავჭალაში სამი სკვერი მოეწყო
ავჭალაში სამ მისამართზე სკვერი მოეწყო. კაჭარავას ქუჩა N77-ში, გლდანის ხევის N10 და ლიბანის ქუჩის N29 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. გლდანის ხევის N6-6ა-ს მიმდებარედ ფიტნეს ზონაც განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო. „გლდანის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, ავჭალაში სკვერებისა და ფიტნეს ზონის დასრულებული სამუშაოები დავათალიერეთ. სამ მისამართზე მცირე ზომის სკვერი, ერთ მისამართზე კი, ფიტნეს ტრენაჟორები განვათავსეთ. გარდა ამისა, გლდანის რაიონში, ოთხ მისამართზე დიდი სკვერი, ხოლო ათ მისამართზე მცირე ზომის სკვერი ეწყობა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. გლდანის რაიონში სკვერების მოწყობა კიდევ ათ მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ასევე, განთავსდება კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი. აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა. მცირე სკვერების მოწყობის სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)