|
2018-06-12 10:52:53, 1041 ნახვა
ეკონომიკა
ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიები ლონდონში გამართულ უმსხვილეს კონფერენციას დაესწრებიან
დღეიდან 14 ივნისის ჩათვლით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 8 ქართულ ტექნოლოგიების სფეროში (IT) მოღვაწე კომპანია გლობალურ კონფერენციას Startup Grind London დაესწრება. საერთაშორისო ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე უმსხვიელსია ამ სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე სტარტაპერი კომპანია, 75-ზე მეტი ცნობილი სპიკერი, 2 500-ზე მეტი ინვესტორი და ინოვატორი დაესწრება. აღნიშნული ვიზიტის მიზანია ქართული სტარტაპერი კომპანიების ინტერნაციონალიზაცია და პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე. შესაბამისად, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან ბიზნეს კავშირებს დაამყარებს 3 ქართული კომპანია, რომლებიც ეგზიბიტორის სახით იქნებიან წარდგენილნი და 5 ქართული კომპანია, რომლებიც ვიზიტორის სახით დაესწრებიან კონფერენციას. აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, ქვეყნების ფორუმის ღონისძიებაზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საშუალება ექნებათ საკუთარი საქმიანობა პრეზენტაციის სახით გააცნონ დამსწრე საზოგადოებას, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, რათა წარმოაჩინოს თავი გლობალური სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან წევრად. შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული მისია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციას, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდას და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)