12:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 22:02:52, 790 ნახვა

კომენტარი
კუბლაშვილი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩენილა

დღეს, ტერორიზმის საქმეზე დაქტილოსკოპიური ექსპერტები გამოიკითხნენ.

მოწმეებმა იმ დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც მაჩალიკაშვილების ოჯახში ამოღებულ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის დეენემი და სისხლის კვალი იქნა აღმოჩენილი.

მაჩალიკაშილების ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, სპეცოპერაციის დროს ამოღებულ ხელყუმბარაზე თემირლანის სისხლი იყო, თუმცა მცირე რაოდენობით, ყუმბარა კი მოშორებით არასაბრძოლო  მდგომარეობაში იყო, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

 „დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩამტარებელმა ექპერტმა განაცხადა და დაადასტურა რომ არც ფალიაზე და არც ხელყუმბარაზე არ აღმოჩენილა თითის ანაბეჭდის კვალი. იმაზე კითხვა ვერავინ გამცა პასუხი, რატომ იყო ეს ხელყუმბარა ოთახის ბოლოში, როგორ შეიძლებოდა ეს ხელყუმბარა აღმოჩენილიყო მანდ“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics