|
2018-06-11 14:35:57, 632 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და კომპანია Global Maritime Consultants Group-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ხელი მოაწერა კომპანია Global Maritime Consultants Group-თან ხელშეკრულებას გენერალური აგენტირების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დროშის ქვეშ ხარისხიანი გემების მოზიდვას. კომპანია Global Maritime Consultants Group მსოფლიოს 17 ქვეყანაში 70 წარმომადგენლობითი ოფისით ოპერირებს. ხელმოწერის ცერემონია ქ. ათენში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა “POSIDONIA 2018’’-ის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით 2018 წლის 4-8 ივნისს საქართველოს საზღვაო ინდუსტრია მასშტაბური ეროვნული პავილიონით წარსდგა. მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის დავოსად ცნობილ, უმსხვილეს გამოფენა პოსიდონია 2018 -ზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ერთად, საგამოფენო სივრცეში 75 კვ.მ პავილიონით იყო წარმოდგენილი. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მსოფლიოში უმსხვილეს გემთმფლობელთა ასოციაციის "ბერძენ გემთმფლობელთა ასოციაცია" პრეზიდენტ თეოდორე ვენიამინს შეხვდა. შეხვედრისას თამარ იოსელიანმა ბატონ ვენიამისს გადასცა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევა საქართველო საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე. როგორც თეოდორე ვენიამისმა აღნიშნა, ტრადიციულად ბერძენი გემთმფლობელები საქართველოს საზღვაო დროშითა და ზოგადად საქართველოს საზღვაო პოტენციალით დაინტერესებულნი არიან. ღონისძიების ფარგლებში ასევე, გაიმართა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები როგორც უცხოურ პრესასთან, ისე მსხვილ გემთფლობელებთან და საზღვაო სფეროს სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხი, უცხოური გემთფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი GIMF2018, რომელიც გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით ქ. ბათუმში 12-14 სექტემბერს. POSIDONIA2018 წარმოადგენს მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად და მნიშვნელოვან ღონისძიებას. გამოფენა ტარდება 2 წელიწადში ერთხელ, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ხელისუფლებები, ნავსადგურები, ტერმინალები, სანაოსნო კომპანიები და სხვა საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები. 1969 წლიდან, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ POSIDONIA 1,9000-მდე მონაწილეს აერთიანებს 92 ქვეყნიდან და წარმოადგენს საერთაშორისო მასმედიის დიდი ინტერესის საგანს.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)