17:56 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 13:23:48, 644 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომღერალის და მსახიობის, გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი საყვარელი მომღერლის, გიო ხუციშვილის გარდაცვალების გამო.

გიო ხუციშვილი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქალაქურ სიმღერას. დიდ ნიჭთან ერთად, ის სულსა და გულს დებდა თავის საქმეში, სიყვარულს ასხივებდა. ძალიან დასანანია, რომ ქართულ ესტრადას გამოაკლდა ნამდვილი პროფესიონალი, რომელსაც კიდევ ბევრი სიხარულის მინიჭება შეეძლო მსმენელისთვის.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გიო ხუციშვილის ოჯახს, ახლობლებს, მთელს საქართველოს“, - ნათქვმია პრემიერის განცხადებაში.

ცნობისთივს, 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics