16:52 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 10:40:58, 874 ნახვა

საზოგადოება
„112“-ის ორგანიზებით დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის ორგანიზებით, დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა,  სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„112“-ის ხელმძღვანელებმა სტუმრებს 5 წლიანი,  2018-2022 წლების განვითარების სტრატეგია გააცნეს. სტრატეგიაში წარმოდგენილია „112“-ის ძირითადი მიდგომები, საჭიროებები და  განსახორციელებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს „112“-ის მიერ დაგეგმილ პროექტები, საერთო ინტერესისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics