18:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 15:27:16, 1464 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანმა ენერგეტიკული ქარტიის ფორუმზე საქართველოს ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა

7 ივნისს რუმინეთშის ქალაქ ბუქარესტში ენერგეტიკული ქარტიის ფორუმი გაიმართა, რომლის მუშაობაშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა მიიღო მონაწილეობა.

სესიაზე, რომელიც ენერგოეფექტურობას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, აგრეთვე მათი დაძლევის გზებსა და მეთოდებს შეეხებოდა, გიორგი ჩიქოვანმა მოხსენება გააკეთა. მასთან ერთად, აღნიშნულ სესიაში მონაწილეობდნენ რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი ანტონ ანტონი, მალტის ენერგეტიკის მინისტრი ჯოზეფ მიზი, ასევე ალბანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის და სხვა ქვეყნების მინისტრის მოადგილეები.

გიორგი ჩიქოვანმა გამოსვლაში ენერგეტიკის სექტორის სტრატეგიულ მიმართულებებსა და რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, მან ასევე აქცენტი გააკეთა ენერგოეფექტურობის ჩარჩო მარეგულირებელ კანონმდებლობის შემუშავებაზე, აგრეთვე ენერგოეფექტურობის უპირატესობებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა (NEEAP) ითვალისწინებს 4 ძირითად მიმართულებას, ესაა ინდუსტრია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და შენობები. ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონის მიღება მოხდება 2018 წლის ბოლომდე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics