|
2018-06-04 11:56:27, 1240 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის ზრდა და სახელმწიფო ამ მიმართულებით ბევრს აკეთებს
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის ზრდა და სახელმწიფო ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს”, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „Welcome to Georgia!" ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ორგანიზებით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და მსურს, სრული მხარდაჭერა დავაფიქსირო Welcome to Georgia-ს მიმართ - ეს დარგი იმსახურებს იმას, რომ წლიდან წლამდე ჩვენ გამოვავლინოთ ტურიზმის სფეროში საუკეთესოები, რათა ამ სტიმულმა მეტად წაახალისოს ტურიზმის ბიზნესი, რომ დარგში გაწეული მომსახურების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდებოდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის ზრდა, ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს ვხარჯავთ ტრენინგებში, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს უნდა გამოიხატებოდეს ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებით. Welcome to Georgia-ს სამი დაჯილდოება უკვე გავმართეთ, დიდი იმედი მაქვს, მე-4 დაჯილდოებას დეკემბერში გავმართავთ. ვიმედოვნებ, რომ კონფერენციაზე გაიმართება პროდუქტიული დისკუსია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის სფეროში, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასათვისებელია", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების" პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან ტარდება და არის საუკეთესო ბიზნეს პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების შესაძლებლობა. კონფერენცია გახსნა პროექტის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, რომელმაც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საპარტნიორო ფონდის აღმსარულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.
(NS)
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)