|
2018-06-02 15:54:00, 1088 ნახვა
საზოგადოება
მუხიანში, გობრონიძის ჩიხში ასფალტის დაგების სამუშაოებს კახა კალაძე გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან ერთად, მუხიანში, ალექსანდრე გობრონიძის ჩიხში მიმდინარე გზის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო. „ეს არის სამხედრო დასახლება, გზა არასდროს ყოფილა. რაც მთავარია, მოვაწესრიგეთ კანალიზაცია, წყალი, სანიაღვრე სისტემა და დღეს უკვე ბოლო ეტაპი - ასფალტის დაგება დავიწყეთ. რამდენიმე დღეში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მთლიანად დასრულებული იქნება. მიხარია, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მსგავსი სამუშაოები ხორციელდება. გზების თვალსაზრისით, ქალაქში უამრავი პრობლემაა და შესაბამისად, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ყველაფერი მოგვარდეს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ამასთან, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას საკრებულოს მაჟორიტარი ქეთევან ჯოხაძე და გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძეც გაეცნენ. ალექსანდრე გობრონიძის ჩიხში 241 მეტრზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, 2250 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის საფარი დაიგება. გამგეობის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 115 000 ლარი არის გათვალისწინებული. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. გობრონიძის ჩიხი, ავჭალა 1-ში, მუხიანის ყოფილ სამხედრო დასახლებაში მდებარეობს, სადაც წყალარინების ქსელი არ არსებობდა. გასულ წელს, გლდანის რაიონის გამგეობამ დასახლებაში ქსელი 4 688 მეტრზე მოაწყო, ხოლო 12 470 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დააგო. მიმდინარე წელს აღნიშნული დასახლებაში გაბაშვილის I, IV, V გასასვლელში, ქუჯი ერისთავის, საგუბარას, ვარაზაშვილის და ლურჯქედის ქუჩებზე, ჯამში 9 650 კვ.მ-ზე ასფალტის საფარი დაიგო.
(NS)
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)