21:16 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 09:51:25, 414 ნახვა

საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის კონფერენციას აწყობს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, დღეს, 14.00 საათზე, სასტუმრო ,,ჩაო“-ში, სკოლის მოსწავლეებისთვის კონფერენციას - ’’იყავი თანამედროვე, აირჩიე ჯანმრთელობა“ აწყობს.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდთა ცნობიერების ამაღლებას ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:  ,,სწორი კვება“; ,,წყალი“; ,,თამბაქო“;  ,,C ჰეპატიტი’’.

კონფერენციის ფარგლებში, პრეზენტაციებს წარმოადგენენ: ბათუმის №1, N2, საჯარო სკოლების, ჭარნალის საჯარო სკოლის, ქობულეთის N6 საშუალო სკოლის, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII – XI კლასის მოსწავლეები.

კონფერენციის მონაწილეებს სუვენირები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ბათუმის, ქიბულეთისა და ხელვაჩაურის განათლების რესურსცენტრები.

კონფერენციის ორგანიზატორია: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სსიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics