|
2018-05-30 16:05:14, 1471 ნახვა
საზოგადოება
„ნოე რამიშვილი“ − ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც იუსტიციის მინისტრმა გახსნა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წევრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ ნოე რამიშვილის შვილიშვილი მიშელ რამიშვილი და მამია ბერიშვილის შვილი ტიერი ბერიშვილი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ალბომის მომზადების პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლევილის ქართული დიასპორის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის ნოე ჟორდანიას შთამომავლები. ნოე რამიშვილის შესახებ ალბომის გამოცემა ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგია. მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი. მისი ერთი ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, მეორე კი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში. პუბლიკაცია მკითხველს საშუალებას მისცემს გაეცნოს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს; აგრეთვე, ეროვნულ საბჭოს, პარლამენტის, დამფუძნებელ კრების, მთავრობისა თუ პარტიის სხდომებზე მისი გამოსვლების ტექსტებს. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ლევილის მამულის უკანასკნელი არქივის პრეზენტაცია. ეს არქივი საქართველოში რამდენიმე კვირის წინათ ჩამოიტანეს. საქართველოში მისი დაბრუნება სიმბოლურად უკავშირდება პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. შეთანხმება ლევილის მამულის არქივის საქართველოსთვის ჩამოტანის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და ნოე რამიშვილის შთამომავლებს შორის შემდგარი წარმატებული მოლაპარაკების შედეგია. ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ მასალის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ საარქივო კოლექცია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
(NS)
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)