|
2018-05-26 14:51:48, 1494 ნახვა
საზოგადოება
ემანუელ მაკრონი: ამაყი ვარ იმ მიღებით, რომელიც საფრანგეთმა გაუწია საქართველოს გადასახლებაში მყოფ მთავრობას 1921 წელს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს. „გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გულმხურვალედ გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის მეგობრული განწყობა თქვენი ქვეყნისადმი და ჩემი მისწრაფება, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის. თქვენი ეროვნული დღესასწაული წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამ დღეს აღინიშნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ასი წლისთავი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ჟან–ივ ლე დრიანი ამ დღეს თქვენს გვერდით აღნიშნავს თბილისში. ეს მოვლენა ნაწილია 1918 წლის ასი წლისთავის კოლექტიური მოგონებისა, იმ კონფლიქტის გახსენებისა, რომელმაც დაანაწევრა ევროპის კონტინენტი, ასევე ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის აღნიშვნისა. საქართველო, როგორც რესპუბლიკა, სწორედ მაშინ გამოჩნდა საერთაშორისო არენაზე, თუმცა, ამავდროულად ეს იყო უძველესი კულტურის მქონე ერის დამოუკიდებლობის აღდგენა. იმ არეულ ეპოქაში საქართველოს დამოუკიდებლობამ, სამწუხაროდ, დიდხანს ვერ გასტანა. მე დიდად ამაყი ვარ იმ მიღებით, რომელიც საფრანგეთმა გაუწია საქართველოს გადასახლებაში მყოფ მთავრობას 1921 წელს. ლევილ სურ ორჟის მამული, რომელიც თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა 2016 წელს, მოწმეა იმ ეპოქისა, როდესაც ჩვენმა რესპუბლიკებმა ასეთი სოლიდარობა გამოიჩინეს ერთმანეთის მიმართ. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მყარი მეგობრული კავშირის ნათელი დადასტურებაა ქართული და ფრანგული სამხედრო კონტინგენტების მეგობრობა, რომლებიც გვერდი გვერდ იბრძვიან სამშვიდობო ოპერაციებში, როგორც ეს ახლახან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იყო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საფრანგეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის, ევროგაერთიანებასა და ნატოსთან თქვენი პარტნიორობის მხარდაჭერას, თქვენი ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობას", - აღნიშნულია ემანუელ მაკრონის მისალოც წერილში.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)