03:07 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 19:33:42, 1469 ნახვა

კომენტარი
საქართველოს ადვოკატი ევროპულ სასამართლოში: ყველა კარგად ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება

სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის განხილვას „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)". ზეპირი მოსმენა ხვალ, 23 მაისსაა ჩანიშნული. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ქართულმა დელეგაციამ სამუშაო შეხვედრა გამართა. 
შეხვედრის მონაწილეებმა ადვოკატის სიტყვა კიდევ ერთხელ მოისმინეს და ზეპირ განხილვამდე ერთი დღით ადრე ყველა დეტალი საბოლოოდ დააზუსტეს.

„ჩვენ, მოსამართლეები, იურისტები, ორივე მხარეს ყველა კარგად ვაცნობიერებთ იმ მძიმე პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება. ამ პროცესში ჩვენ მხარს გვიჭერდა იუსტიციის სამინისტროს იურისტების შესანიშნავი გუნდი, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობდა იმ მტკიცებულებისა და მასალების  მაქსიმალურად მოპოვებაზე, რასაც უნდა უზრუნველეყო სასამართლოს სრული მზადყოფნა სამართლიანი შედეგის მისაღწევად. და სწორედ ამის იმედი გვაქვს ხვალინდელი პროცესის შედეგად", − აცხადებს ქართული მხარის ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბენ ემერსონი.


(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics