23:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 11:10:11, 1269 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ცნობით,  აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულებმა კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, კომერციულ ბანკებში  განაცხადის შევსებისას მიუთითეს ყალბი მონაცემები საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თითქოსდა მუშაობდნენ სხვადასხვა კომერციულ სტრუქტურაში და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას. ხოლო მესამე  ბრალდებულმა ბანკში  ყალბი სახელფასო ცნობა წარადგინა. კრედიტის სახით მიღებულ თანხას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ბანკის დავალიანება აღარ დაფარეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის განვლილი პერიოდის განმავლობაში, საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღებასთან დაკავშირებით გამოძიება 43 ფაქტზე  დაიწყო. აღნიშნული სახის დანაშაულის პრევენციის მიზნით,  საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

საქმეებზე გამოძიება გრძელდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით“,- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics