|
2018-05-21 15:08:48, 1365 ნახვა
ეკონომიკა
კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს
საბანკო სისტემის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით, კომერციულმა ბანკებმა პილარ 3-ის ფარგლებში წლიური ანგარიშები პირველად გამოაქვეყნეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიშების გამოქვეყნება სებ-ის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნები წესის" მიხედვით განხორციელდა. „ბანკების მიერ გამოქვეყნებული წლიური ანგარიშები მოიცავს კორპორაციულ მართვასთან, ანაზღაურების პოლიტიკასა და რისკების მართვასთან დაკავშირებულ ხარისხობრივ ინფორმაციას. ასევე რაოდენობრივ ინფორმაციას უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებისა და საოპერაციო რისკების შესახებ. პილარ 3-ის წლიური ანგარიშები გამოქვეყნებულია კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული ანგარიშები შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ კორექტირებებს, რაც ასევე მითითებული იქნება მოცემულ ბმულზე. აღნიშნული წესის ფარგლებში ბანკები უკვე აქვეყნებენ კვარტალურ ანგარიშგებებს, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ ინფორმაციას საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების, ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული კაპიტალის ელემენტებისა და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შესახებ. პილარ 3 ბაზელ III-ის რეფორმის ნაწილს წარმოადგენს და მის განახლებულ ჩარჩოზე მუშაობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტმა 2015-2017 წლებში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჩარჩოს მოთხოვნების ანალიზს თანმიმდევრულად ახორციელდება. ზემოაღნიშნული ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები შეესაბამება ბაზელის კომიტეტის განახლებული პილარ 3-ის ჩარჩოსა და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, რომ განახლებული ჩარჩოს დანერგვას ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)