05:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 12:27:18, 1333 ნახვა

საზოგადოება
საქსტატი - 2017 წელს ქალების აქტიურობის დონე 1,5%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს აქტიურობის დონის მხრივ, კაცები დაწინაურდნენ. მათი აქტიურობის დონემ 74,6% შეადგინდა, ხოლო ქალების - 52,8%.

თუმცა, საქსტატის ცნობით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ქალების აქტიურობის მაჩვენებელი 1.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ 2016 წელთან  შედარებით, 2017 წელს ქალებში დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, ხოლო კაცებში შემცირდა 1.1 პროცენტული პუნქტით.

ცნობისთვის, სამუშაო ძალის გამოკვლევის შერჩევის ჩარჩოდ 2014 წლის აღწერის მონაცემების გამოყენებამ, დღის წესრიგში დააყენა 2017 წლის მონაცემების წინა წლების მონაცემებთან შესადარისობის საკითხი, რაც გულისხმობდა ისტორიული მწკრივების გადაანგარიშებას, რათა უზრუნველყოფილიყო ახალი მეთოდით გაანგარიშებულ 2017 წლის მონაცემებთან, წინა პერიოდის მონაცემების სრული ჰარმონიზება.

 

 

საქსტატი: 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.1%-ით შემცირდა და 13.9% შეადგინა

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics