11:20 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 10:45:47, 1371 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი ეწვია

საქართველოს ამერიკელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი  ეწვია, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting''-ის დამფუძნებელ ჯული პეტერსონის ხელმძღვანელობით.

იმპორტიორებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია (Speed Tasting) წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე  გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 25 მწარმოებლის ღვინოები. შემდგომ დღეებში იმპორტიორები ეწვიენ დეგუსტაციის შედეგად შერჩეულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მცირე მარნებს კახეთში.  ათბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში ასევე შეხვდნენ მეწარმეებს, სადაც საუბარო შეეხო აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და დამკვიდრების გზებსა და შესაძლებლობებს.

ტურის ფარგლებში სტუმრები თბილისში დაესწრნენ „ახალი ღვინის ფესტივალს" და ბუნებრივი ღვინოების ფესტივალს "Zero Compromise".

ჯული პეტერსონს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ანდრო ასლანიშვილი შეხვდა, სადაც განხილული იყო ქართული ღვინის ექსპორტის პერსპექტივები აშშ-ს ბაზარზე.

გასულ წლებში აშშ გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, ქართული ღვინის ექსპორტი იყოს მზარდი აშშ-ს ბაზარზე.

2018 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 106 ათასამდე ბოთლი, რაც 4%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics