|
2018-05-18 15:48:30, 2147 ნახვა
საზოგადოება
26 მაისს საქართველოს მასშტაბით ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია წელს ერთდროულად 6 ადგილზე თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, დიდგორში და ბათუმში შედგება. ფიცის დადების ცერემონიალს საფრანგეთიდან და ლიტვიდან მოწვეული ორკესტრები გააფორმებენ. საქართველოს ჰიმნს საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე ოპერის გუნდთან ერთად შეასრულებს. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდება ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მოეწყობა შემეცნებით–გასართობი კუთხეები, მუსიკალურ–თეატრალური სცენები, ქართველ მეწარმეთა ბაზრობა, საბავშვო სივრცეები; საქართველოს რეგიონებში დაგეგმილია კონცერტები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა, დღის გასართობი ღონისძიებები. რუსთაველის გამზირზე მოეწყობა სოლიდარობის ფონდის კუთხე, სადაც გაყიდული პროდუქციიდან მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო სექტორი - 100-ზე მეტი სტარტაპერი, ქართული და საერთაშორისო კომპანიები. 26 მაისს, განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას დაესწრებიან მაღალი რანგის სტუმრები. რეგიონებში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება. თბილისში დაგეგმილ გალა კონცერტზე კი, სპეციალურად ამ დღისთვის, 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია საქართველოს შესახებ 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, საჯარო ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიის მომზადება. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოაწყობენ პირველ დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებულ ისტორიულ ფოტოგამოფენებს, საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა. მათი მონაწილეობით ასევე სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების გამართვა იგეგმება.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)