11:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 15:25:02, 1673 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება

ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  მცირე და საშუალო ბიზნესზე საგარანტიო ფონდებს ძალიან პოზიტიური გავლენა ექნება.

„საგარანტიო სქემის ამოქმედებაზე ძალიან შინაარსობრივი მსჯელობა გვქონდა და ინფორმაციაც მივაწოდეთ მოსახლეობას. მცირე და საშუალო ბიზნესზე ამას ექნება ძალიან პოზიტიური გავლენა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ფინანსებთან წვდომაზე მნიშვნელოვანი ბარიერები აქვს. აღნიშნული სქემა ემსახურება ამ ბარიერების მოხსნას და იმის მიცემის საშუალებას, რომ კომერციული ბანკების მეშვეობით,  მცირე და საშუალო მეწარმეებს მივაწოდოთ უფრო იაფიანი და შეღავათიანი სესხები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics