01:47 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 20:43:07, 1757 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერმა ახლადგახსნილი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ახლადგასხსილი სასტუმრო „სტამბა“  დაათვალიერა.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასტუმრო თავისი დიზაინითა და შინაარსით, დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ჩვენს დედაქალაქში ბევრი კარგი სასტუმროა, თუმცა ასეთი გემოვნებით შექმნილი სასტუმრო ნამდვილად მისასალმებელია. ყველა პროექტი, რომელიც ამ ჯგუფის მიერაა განხორციელებული, წარმატებულია. ვისურვებდი, რომ მათ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი პროექტი განახორციელონ, რაშიც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

სასტუმრო „სტამბა“ კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ბრენდს წარმოადგენს. სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაშია განთავსებული. ამ ეტაპზე, სასტუმროში 600 ადამიანია დასაქმებული. მისი სრულყოფილად ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 750-მდე გაიზრდება, სტუმრებს კი, 150 ნომერი მოემსახურება.

სასტუმროში განთავსებულია კაფე „სტამბა“, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისგან დამზადებული ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნონ. სასტუმროში ასევე, განთავსებულია კაზინო „ავიატორი“, ხოლო შენობის თავზე მოწყობილია საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით. 

განახლებული შენობა თავის პირველად, ისტორიულ სახეს ინარჩუნებს. ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

სასტუმრო „სტამბა“ გამორჩეული ინტერიერით, Design Hotels-ის წევრი გახდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics