21:14 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 18:20:21, 1704 ნახვა

სამართალი
მეზვრიშვილი: „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკები იყიდებოდა, ამიტომ ჩხრეკა ლეგიტიმური იყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ბასიანსა" და "გალერიში" ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა.

მეზვრიშვილის განმარტებით, ხსენებული ფაქტის გამო, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკა ლეგიტიმური იყო.

„ძალიან ბევრი საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩაატარა პოლიციამ კლუბებში საგამოძიებო მოქმედება მაშინ, როცა გარკვეული ნაწილის, უმრავლესობის დაკავება გარეთ მოხდა. ეს საგამოძიებო მოქმედებები დამოუკიდებელია. მოდით, ცოტა ხანი დაკავების ფაქტი დავივიწყოთ და იმაზე ვიმსჯელოთ, პოლიციას ჰქონდა თუ არა კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო – ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკები, გაყიდვის არაერთი ფაქტი დადასტურებულია მტკიცებულებებით, ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, რაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის იმ კლუბებში – „ბასიანსა“ და „გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. შესაბამისად, ჩატარებული ჩხრეკა იყო ლეგიტიმური და ჩატარდა სწორედ იმ დროს, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა", - განაცხადა მეზვრიშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics