00:11 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 14:29:49, 1471 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია - 9 აპრილის მემორიალის შეურაცხყოფა ფაშისტური განცხადებებია და არა მასზე ცეკვა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 12 მაისს, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის ცეკვას სოციალურ ქსელში გამოეხმურა.

 მისი თქმით, მემორიალზე ცეკვა დაღუპულების ხსოვნას არ შეურაცხყოფს.

„მშვენიერი შესრულება გოგოსგან, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა... 9 აპრილი, დღე, როცა ახალგაზრდები იმისთვის დახოცეს, რომ არ უნდოდათ ვინმეს ეკარნახა როდის, როგორ ან რანაირად უნდა ეცხოვრათ და თუნდაც, ეცეკვათ და ემღერათ... ამ მემორიალის შეურაცხყოფა კი ის ღიად ფაშისტური განცხადებებია, რომლებიც თითქოსდა მისი დაცვის მიზნით კეთდება...", - წერს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ მემორიალზე მოცეკვავე გოგოს ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics