2018-05-15 12:57:41, 1461 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ჩემთვის და მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა მიუღებელია
„ჩემთვის და მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა მიუღებელია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ასეთი ჯგუფების არსებობას ყოველთვის შეებრძოლება.
„ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში დ რა თქმა უნდა მთავრობისთვის ყოველთვის იქნება მიუღებელი და ყოველთვის შეებრძოლება ასეთი ჯგუფების არსებობას. რაც შეეხება რადიკალური ჯგუფების არსებობას, ამასაც სჭირდება მართვა პროცესების და რა თქმა უნდა სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ თავიდან აცილებული იქნას რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ უხერხულია, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ფაშისტურ ჯგუფებთან დაპირისპირებაზე შეკითხვას ვერ პასუხობს.
ავტორი: ,