|
2018-05-15 12:16:02, 1261 ნახვა
საზოგადოება
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან პირადობის მოწმობებს უფასოდ მიიღებენ, ხოლო პასპორტებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებით − 50 დოლარად. ამის შესახებ თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აქციის მიზანი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიების დახვეწა და მასში საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უტყუარი და სანდო ბიომეტრიული მონაცემების არსებობაა. „პირადობის მოწმობების უფასოდ აღებას უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები 3 თვის განმავლობაში შეძლებენ, ხოლო პასპორტებზე შეღავათიანი ფასი 2 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. მის ფარგლებში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს. პასპორტისა და პირადობის მოწმობის აქცია მნიშვნელოვანი შეღავათია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რაც დამატებით მოტივაციას გაუჩენს მათ, განაახლონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კი, შესაძლებლობა ექნება, დააზუსტოს მათ შესახებ დღეისათვის ბაზაში დაფიქსირებული მონაცემები. მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონა პრობლემებს უქმნის საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, მათ შორის, საარჩევნო უფლების რეალიზაციაში. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბიომეტრიული მონაცემები პირადობის მოწმობებისა და პასპორტების აღების შემდეგ მოხვდება მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამომრჩეველთა სიის სრულყოფას, გაზრდის მის სანდოობას. გარდა ამისა, პასპორტის ან პირადობის მოწმობების ვადის გასვლის გამო, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, ვერ ახერხებენ საქმისწარმოებას, საზღვრის კვეთას; ვერ სარგებლობენ ელექტრონული სერვისებით, რომელთაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემასაც გადაჭრის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.
(NS)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)