22:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 15:05:09, 1562 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ ახალი საფოსტო მარკა გამოსცა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის იუბილის აღსანიშნავად ბრაზილიის ფოსტამ  ახალი საფოსტო მარკა გამოსცა.
 
მარკაზე გამოსახულია საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქვევრი და განთავსებულია შემდეგი წარწერები: „საქართველო ღვინის აკვანი“ და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე“.

აღნიშნული მარკა ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს დამკვიდრებას არა მარტო ბრაზილიაში, არამედ პორტუგალიურენოვან სამყაროშიც.
 
საქართველოსადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის გამოცემა ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.
 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილის ფარგლებში, ბრაზილიაში ასევე მოეწყობა  ქართული კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება გამოფენა  ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ  და  მოეწყობა ქართული კულინარიის მასტერკლასები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics