|
2015-05-25 12:04:14, 702 ნახვა
ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ 50-% მდე ფასდაკლებებია
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დღეს საღამოს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე 50%-მდე ფასადაკლებას ყველა დასახელების ტექნიკაზე გთავაზობთ. კომპანიის ინფორმაციით, სპეციალური ფასდაკლებები მხოლოდ 25 მაისს, 5 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოქმედებს. გრანდიოზული ფასდაკლება შეეხება მსოფლიო ბრენდების მაცივრებს, გაზქურებს, სარეცხ მანქანებს, ტელევიზორებს, ასევე მტვერსასრუტებს, მობილურ ტელეფონებს, პლანშეტურ კომპიუტერებს და ყველა სხვა დასახელების ტექნიკას. გარდა ამისა, „ტექნო ბუმის“ ქსელში გრძელდება წლის ინოვაციური აქცია, რომლის ფარგლებში მომხმარებელი მსოფლიო ბრენდების მაცივრებს განვადებით შეიძენს, „ტექნო ბუმისგან“ კი 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე მიიღებს. აქციის ინოვაციურობა ისაა, რომ მიღებული 400 ლარამდე ფულის დახარჯვა არაა აუცილებელი „ტექნო ბუმში“, მას თქვენი სურვილის მიხედვით ნებისმიერი მიმართულებით გამოიყენებთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართული აქცია კი დღეს, 17:00 საათიდან 22:00 საათამდე „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში იმოქმედებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)