21:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-06 17:38:41, 1714 ნახვა

საზოგადოება
„აყურებინეთ იაგოს კლასიკო“-დიღმის იზოლატორთან აქცია იმართება

საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბი საქართველოში, დიღმის იზოლატორთან მშვიდობიან აქციას მართავს მოთხოვნით: „აყურებინეთ იაგოს კლასიკო“.

აქციის ორგანიზატორების თქმით, კვირას სუპერკლასიკოა. ბარსელონას ფანკლუბის მეგობარი და „ბარსას გულშემატკივარი იაგო ხვიჩია 10 დღითაა დაპატიმრებული".

"მივცეთ იაგოს უფლება, უყუროს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს, მისი საყვარელი ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას უკანასკნელ კლასიკოს", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

დიღმის სამმართველოსთან გამართულ აქციას „გირჩის“ წევრები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნის შესახებ სამმართველოს წერილობითაც მიმართეს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics