2018-05-04 10:59:36, 1501 ნახვა
სამართალი
შუახევის მერმა ბარათაულში ბეტონის მოწყობითი სამუშაოები დაათვალიერა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის შუახევის განყოფილების უფროსთან ედნარ შარაშიძესთან ერთად გომარდული - ჭვანის საავტომობილო გზის ბარათალის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად.
ბეტონის საფარი ბარათაულში 1,5 კმ მონაკვეთზე მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება სოფელ ვანში შიდა სასაოფლო გზის პრობლემატურ მონაკვეთებზეც.
(NS)
ავტორი: ,