18:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 21:31:37, 1765 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, 2 წლით ადრე გავეცი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას 2 წლის წინ აქვს გაცემული პასუხი იმაზე, თუ რატომ შეუზღუდეს გუშინ პარლამენტში სიტყვის თავისუფლება.

როგორც მარგველაშვილმა გადაცემა "რეაქციაში" განმარტა, პასუხი იმაზე, თუ რატომ არ შეუძლიათ პრეზიდენტის მოსმენა, დეპუტატების კითხვებიდანაც ჩანდა.  

"პასუხი იმაზე, თუ რატომ შემიზღუდეს სიტყვის თავისუფლება ჩემს გამოსვლაში, მე ორი წლით ადრე გავეცი, როცა პირველად მივედი ამ პარლამენტში და ვუთხარი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთდროულად დიდი შესაძლებლობაცაა და ამავე დროს დიდი საშიშროებაც. ამას ჩვენ დღეს ვადევნებთ თვალყურს - „საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია უნდა არსებობდეს და მხოლოდ ერთი პარტია უნდა საუბრობდეს თავის სიმართლეს“. აქეთ მიდის ქვეყანა და ამაზე ვუთხარი, რომ ბოლო წინადადებით, რითაც მივმართე პარლამენტს - ქვეყნის სტაბილურობისთვის და აგრეთვე თქვენი სტაბილურობისთვის, როგორც მმართველი პარტიის,  მიხვდით რომ ზეჭარბი ხელისუფლება მოიპოვეთ, რომელსაც თქვენ ვეღარც იყენებთ. ისიც ვითხარი, რომ მე მინახავს შევარდნაძის ხელისუფლებაც, მინახავს "ნაციონალური მოძროაბის" ხელისუფლებაც, და ქვეყანას აღარ სჭირდება ერთი და იგივე ციკლზე ტრიალი. პასუხი იმაზე, რატომ არ შეუძლიათ ჩემი მოსმენა, ძალიან ნათელია და კითხვებიდანაც ჩანდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics