18:42 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:09:44, 1571 ნახვა

კომენტარი
ჩხენკელი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი განათლების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს თვალ-ყურს არ ადევნებს

„ეს იყო ძალიან სუსტი გამოსვლა“, - ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ მოხსენებას.

როგორც ჩხენკელმა აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს თვალ-ყურს არ ადევნებს.

„სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალყურს  განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ. კერძოდ ინტერნაციონალიზაციას გამოვყოფდი, მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი და მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ჰორიზონტი 20-20-ის  ასოცირებული წევრი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ მეცნიერების  დაფინანსების კუთხით, წახალისების კუთხით. ასევე ხარისხის ამაღლების კუთხით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან 1-6 კლასების ჩათვლით სრულიად ახალი სახელმძღვანელობი შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება ცერნის ასოცირებული წევრი, ეს უაღრესად დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მეცნიერებისთვის და მრავალი სხვა მოვლენა, როგორც განათლების კუთხით, ასევე მეცნეირების კუთხით განხორიცელდა და როგორც ჩანს პრეზიდენტი ამას ყურადრებას არ აქცევს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მინისტრობის შემდეგ, განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics