2018-04-30 13:00:48, 1521 ნახვა
საზოგადოება
NDI - კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი ნდობა პოლიციას აქვს, ყველაზე ნაკლები კი, პარლამენტს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 16% პოლიციას ენდობა.
ამავე კვლევის თანახმად, ნდობის კუთხით, მეორე ადგილს განათლების სისტემა იკავებს (12%-ით), ხოლო ყველაზე ნაკლები ნდობით ქვეყნის პარლამენტო სარგებლობს, რომელმაც 7% დააგროვა.
რაც შეეხება საჯარო საქმიანობის შეფასებას, მოქალაქეები ყველაზე კარგად იუსტიციის სახლების (47%), ჯარისა (47%) და ეკლესიის (39%) საქმიანობას აფასებენ, ყველაზე ცუდად კი, პროკურატურის, სასამართლოებისა და პარლამენტის საქმიანობას.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 30 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში სულ 2 194 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ავტორი: ,