|
2018-04-26 15:03:17, 1661 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამა ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადადის
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამაში ცვლილებები შედის და 2018 წლის 1 ივნისიდან მთლიანად ვაუჩერული დაფინანსების სისტემაზე გადადის. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, პროგრამაში შესატანი ცვლილებები შშმ პირთა წარმომადგენლებს გააცნო და მათი აზრი მოისმინა. ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლიდან, პროგრამის ბენეფიციარები, თბილისის მერიისგან 700-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ და დასასვენებლად მათთვის სასურველ ადგილს თავად აირჩევენ. თბილისის მერიამ ვაუჩერული დაფინანსების სისტემა, საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, 2017 წელს საპილოტე რეჟიმში აამოქმედა. აღნიშნული სისტემის ფარგლებში ბენეფიციარების ნაწილმა სურვილისამებრ მერიისგან მიიღო ვაუჩერი და თავად აირჩია დასასვენებელი ადგილი, ხოლო ნაწილმა მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შერჩეულ სასტუმროებში დაისვენა. ტურიზმის განვითარების ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ცვლილების თაობაზე ინფორმირებული იქნებიან სასტუმროები, რათა პროგრამის მიმდინარეობა არ შეფერხდეს და მათ დაბრკოლებების გარეშე მიიღონ შშმ პირები. თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, 2018 წელს შშმ პირებსა და მათ გამცილებლებზე 1 100-მდე ვაუჩერი გაიცემა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 272 22 22.
(NS)
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)