14:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 13:42:40, 1753 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საკადრო საკითხებზე გავლენას არ მოახდენს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, საკადრო ცვლილებებს არ გამოიწვევს.

„ეს გადაწყვეტილება არანაირ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე, ყველაფერი რჩება ისე როგორც არის - პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და ა.შ. საუბარია იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში იქნება ჩართული, როგორც პარტიის თავმჯდომარე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics