14:48 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 11:34:15, 1627 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: დღევანდელი შეხვედრის მიზანი პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა და ყრილობისთვის მომზადებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ოფისში დაგეგმილი შეხვედრის მიზანი, პარტიული ყრილობისთვის მომზადებაა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე არ იქნება განხილული ის საკითხები, რომლებიც  პარტიის შიგნით არსებობს.

„უნდა მოვემზადოთ პარტიის ყრილობისთვის, რაც ორიენტირებული იქნება ეფექტიანობის გაზრდაზე და პოლიტიკურ პროცესს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. აღნიშნული შეხვედრის მიზანია, პარტიის წინაშე არსებული ამოცანების განხილვა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა დღევანდელ შეხვედრას პარტიის დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნები“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობის, საპარლამენტო სპიკერატის წარმომადგენლების, ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრა  მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics