15:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-25 21:35:39, 1875 ნახვა

საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს

საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

 როგორც საყდრისის კომიტეტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეატყობინეს, კომპანია „არემჯი გოლდი“ 30 აპრილს გეგმავს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში  "ბნელი ხევის" ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას და უახლოესს ხანში ღია კარიერული წესით  ოქროს ამოღების დაწყებას.

„ სავარაუდოდ სწორედ ამ  მიზნისთვის   გადაკეტა კომპანიამ სამი დღის  წინ "ბნელი ხევის" შესასვლელები და  24 აპრილს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა წერილით  სადაც   ღია კარიერული სამუშაოების  დაწყების წინ კონსულტაციები  მოითხოვა“, - აცხადებენ  საყდრისის კომიტეტში.

კომიტეტის წევრების განმარტებით,  კომპანია რომელმაც  მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო- საყდრისის კულტურული მემკვიდროების ძეგლი ააფეთქა  ხოლო, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში  ეკოციდი მოაწყო, ამჯერად საფრთხეს ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, ხულუტის ციხეს და "ბნელი ხევის" უნიკალურ ტყის მასივებს შეუქმნის.

საგანგებო ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი „ბნელი ხევის“ დაცვის  სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.

 ბრიფინგი “პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში 11:30 საათზე გაიმართება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics